,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს, მიმართვას უგზავნის
ბოლო პერიოდში განვითარებული საზოგადოებრივი -პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე: უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას, არსამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს, პოლიტიკურ ოპოზიციასა და პოზიციას.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთასორიშო ობსერვატორია" მოუწოდებს, რომ ,,დაგმობილი იქნას ყოველმხრივი ძალადობა მათ შორის ,,პოლიტიკური პროვოკაციული ძალადობა", თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ევროპული ინტეგრაციის გზით ერთხელ და სამუდამოდ დაგმობილ უნდა იქნეს რევოლუციური მოწოდებები --ტენდეციები, ხელისუფლების ძალადობრივად და რევოლუციურად შეცვლის ტენდეციები, რომელიც ასე მძაფრად ახასიათებდა და ახასიათებს მოძალადე სააკაშვილის აგრესიულ რევანშისტულ რეჟიმის წარმომადგენლებს ", - ნათქვამია განაცხადებაში.