მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის, 2013 წლის 9 თებერვლის დადგენილებით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად და მათ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრათ ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით.
სასამართლომ განიხილა ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმეში წარმოდგენილი მასალების განხილვისა და შეფასების, ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი.
სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.