შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით, 88 პატიმარი სასჯელისგან გათავისუფლდება, ხოლო 13 მსჯავდებულს კი პატიმრობის ვადა გაუნახევრდება. როგორც დღეს შეწყალების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, შეწყალებულებს შორის არ არიან ქალები და არასრულწლოვნები.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ძირითადად, შეწყალება შეეხოთ იმ პატიმრებს, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და სასჯელის ნახევარი მოიხადეს.
აღსანიშნავია, რომ სულ კომისიაზე 450 პატიმრის საქეზე იმსჯელეს.