10 თებერვალს 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში (თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, ფიზიკის დიდი აუდიტორია) "ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბის" პროექტის "გააცანი ამერიკა შენს სკოლას" მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართება. პროექტში მონაწილე სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი, რომელსაც "ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბის" წევრები გაუძღვებიან.
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და მოსწავლეების აქტიურ ჩართვას ამერიკული ღირებულებების გაცნობასა და პოპულარიზებაში. პროექტში მონაწილეობა ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს (ბაკალავრი, მაგისტრანტი) შეეძლო, რომელსაც ჰქონდა სურვილი ამერიკის თემაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია ჩაეტარებინა.
ის 162 აპლიკანტი, რომელიც გახდა პროექტის მონაწილე, 10 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით წაიკითხავს ლექციას ამერიკულ ღირებულებებზე, გააცნობს მოსწავლეებს შეერთებული შტატების კულტურისა და ისტორიის საინტერესო დეტალებს.