დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც ცნობილია, დღეს დილით სამართალდამცავებმა გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკურ შეურაწყოფაშია ეჭვმიტანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს, დილით, ის პირიც დააკავეს, ვინც საპარლამენტო უმცირესობის წევრ, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული გელა მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს.
ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.