მინისტრმა დავით დარახველიძემ და მინისტრის პრველმა მოადგილემ გოგი ფაცაციამ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. განსახილველი საკითხები იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები და მიმდინარე პროექტები.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე აქტივობებზე მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, განიხილა დევნილი მოსახლეობის ძირითადი პრობლემები. აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობა გრძელდება საერთაშორისო დონორ და პატრნიორ ორგანიზაციებან, დიპლომატიურ კორპუსთან.
მინისტრმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვაელ პირებს 4 წლიანი ამბიციური გეგმაც გააცნო, რომელიც ითვალისწინებს დევნილი მოსახლეობის განსახლებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს დევნილთა საცხოვრებელი ფართის დაკანონების პროცესები, დევნილთა აღწერის საკითხები და თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: დავით გვაძაბია, ანზორ წოწონავა, რაისა ქარაია და როსტომ შამუგია.
მასალის გამოყენების პირობები