სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გურამ დონაძე საქართველოში გუშინ, 8 თებერვალს დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. ამ დროისათვის დონაძე ბრალდებულის სტატუსით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ გურამ დონაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშის გამო წაუყენეს. როგორც ცნობილია სამართალდამცველები დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩადებული იარაღის ვიდეოკამერით გადაღების მითითებას ედავებიან.