შსს გენერალური ინსპექციის სამსახურმა შსს და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დააკავა, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
"2018 წლის 18 აგვისტოს ბაჩანა ახალაიამ ბრძანება გასცა სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც იმჟამინდელმა პირველი სამმართველოს უფროსმა დავით ვეკუამ შსს ბაზაზე პირველი სამმართველოს სრულად შესაგროვებლად განგაში გამოცხადა. დაახლოებით საღამოს 21:00 საათისთვის შს მინისტრი ბაჩანა ახალაია შსს ბაზაზე თანხმლებ პირებთან ერთად მივიდა. სამწყობროდ მოედანზე შეკრებილი იყო პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა. ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში სადაც ბაჩანა ახალაიამ შვიდივე მათგანს მიმართა და უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ისინი ოპოზიციურ პარტიებს თანაუგრძნობდნენ. ბაჩანა ახალაიამ მათ მოღალატეები უწოდა. ყველა მათგანი პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა. დავით ვეკუამ კი შვიდივე მათგანს სამხრები ჩამოახია და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა.", _განაცხადა გიორგობიანმა და აღნიშნა, რომ იმავე დღეს ბაჩანა ახალაიას ბრძანებთ ყველა მათგანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების სამმართველოს განყოფილებაში. გადაიყვანეს.
გიორგობიანის განცხადებით 2012 წლის 19 აგვისტოს დილით ბაჩანა ახლაიამ თავის კაბინეტში დაიბარა შვიდივე თანამშრომელი და უთხრა, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე. ბაჩანა ახალაიასგან წინასწარი მიღებული ბრძანების საფუძველზე დავით ვეკუამ, მამუკა აბაშიძემ და დავით ჩუბინიძემ ზემოთ აღნიშნული პირები და სხვა მათთვის საეჭვო რეპუტაციის მქონე 38 თანამშრომელი, თითქოს რეინჯერთა მომზადების კურსის საბაბით მიიყვანეს შსს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც შვიდივე მათგანი დააცალცალკევეს და მათი ხელმძღვანელობა დაავალეს, თითქოს თავდაცვის სამინისტროდან გადმოყვანილ და ამ ორგანოსთან კონტრაქტგაწყვეტილ მოსამსახურეებს: ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევს და რობერტ სუთიძეს", _განაცხადა გიორგობიანმა და აღნიშნა, რომ ეს პირები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გიორგობიანის განმარტებით მათ შვიდივე ოფიცერს ღირსების შემლახავი პირობები შეუქმნეს და ახლობლებთან ურთიერთობა აუკრძალეს.
,,ისინი გააშიშვლეს და დიდი ხნის განმავლობაში სირბილს აიძულებდნენ. დაღლილებს ყელზე გამობმული ქამრით სცემდნენ და პერიოდულად ერმანეთში ჩხუბს აიძულებდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, რა დროსაც დაშინების მიზნით ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა ცეცხლსასროლი იარაღით მოახდინა გასროლა, დასჯილთა მიმართულებით. შემეგ კი იარაღის კონტრაქტით სცემა ისინი", _განაცხადა გიორგობიანმა და აღნიშნა რომ შვიდივე ნაცემი პირი ჩაყარეს ორმოში და ზემოდან მიწა დააყარეს.
გიორგობიანის განმარტებით შემდეგ ყველა მათგანი წაიყვანეს საველე კლასში სცემეს დღის ბოლოს კი შეიყვანეს იქვე მდებარე მიტოვებულ შენობაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები ბოქლომით დაუკეტეს და დილამდე არაადამიანურ პირობებში ამყოფეს.
შსს პრესაასმსახურის ინფორმაციით, შვიდივე ოფიცერი ასეთ მდგომარეობაში ერთი თვის განმავლობაში 2012 წლის 21 სექტემბრამდე იმყოფებიდა. გიორგობიანი ინფორმაციით, ბაზიდან წამოსვლამდე შვიდივე ოფიცერი მკაცრად გააფრთხილეს ეთქვათ, რომ დაზიანებები წვრთნის დროს ჰქონდათ მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახებს აუწიოკებდნენ.
ნინო გიორგობიანის განმარტებით, შვიდივე მათგანმა მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა მიიღო თუმცა არცერთ მათგანისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ და დღემდე ისინი სამედიცინო რეაბილიტაციას გადიან.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით სსკ 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შსს გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულია შსს სპეციალური-ოპერატიული სამსახურის ყოფილი უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს სტრატეგიული კვლევების დაცვის საკონტრაქტო სამსახურის თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სამთო-სადაზვერო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალი დავით გიორგაშვილი, კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი და რიგითი რობერტ სუთიძე.