სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შსს-ს კასპის რაიონული სამმართველოდან მიიღო ოპერატიული შეტყობინება ცხენის ხორცის დიდი პარტიის აღმოჩენის შესახებ. სავარაუდოდ, ცხენები არის მოპარული. გამოძიება მიმდინარეობს მათი წარმომავლობის შესახებ.
სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს კასპში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კერძო სახლში ანტისანიტარიულ პირობებში განთავსებული დიდი რაოდენობით ცხენის ხორცი, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
ნედლეულის ნიმუში გადაგზავნილია ლაბორატორიაში იმის დასადგენად, არის თუ არა ხორცი დასნებოვნებული ადამინაისა და ცხოველის საერთო, გადამდები, ინფექციური დაავადებებით. ცნობილია ასევე, რომ ცხოველები დაკლულია სასაკლაოს გვერდის ავლით, გაურკვეველ პირობებში. ცხენის ხორცის პარტიას თან არ არხლავს არანაირი დოკუმენტაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურებს აღნიშნულ ნედლეულს.