ხვალ, 9 თებერვალს, 15:00 საათზე, სანაპიროზე, იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერში, 2004-12 წლებში, პოლიტიკური რეჟიმის უსამართლო მსხვერპლი ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ადგილას, რამდენიმე წლის წინ, პოლიციელებმა ავტომანქანაში ორი ახალგაზრდა ჩაცხრილეს.