დღეს, 8 თებერვალს, ვაგზლის ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტები საქველმოქმედო აქციას გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ერთ-ერთი ორგანიზატორი ვაკო ფაჟავა აცხადებს, აქციას მიზანია უსახლკაროდ დარჩენილი თამარ იაკობიძის დახმარება.
"გავმართავთ აქციას და დავეხმარებით უასახლკარო ქალბატონს, თამარ იაკობიძეს, რომელიც 8 წელია ქუჩაში ცხოვრობს. ის ამჟამად ცხოვრობს კარავში, არის ეპილეფსიით დავადებული და აქვს უმძიმესი მდგომარეობა", - აცხადებს ფაჟავა.
მისივე განმარტებით, თამარ იაკობიძე არ იღებს სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას, არ ჰყავს ოჯახის წევრები და არის უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში.
თამარ იაკობიძის დასახმარებლად შეგროვდება ტანსაცმელი, და ასვე სხვა აუცილებელი ნივთები. ორგანიზატორები მოუწოდებენ შესაბამის სამსახურებს და არასმთავრობო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ თამარ იაკობიძის ბედით.
აქცის ორგანიზატორები არიან კერძო პირები ვაკო ფაჟავა პოლიტოლოგი, გიორგი კობახიძე სტუდენტი, გიორგი ძიძიგური რეჟისორი, ინგა კვარაცხელია სტუდენტი
საკონტაქტო პირი ვაკო ფაჟავა ტელ : 599 288 306