შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძისთვის დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც ჟურნალისტებთან დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განმარტა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.
ამ ეტაპზე გურამ დონაძე საქართველოში არ იმყოფება.