ხვალ, 8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წმ. დავით მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. იგი 1125 წელს აღესრულა.
დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.