ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარმა ლაშა ცუცქირიძემ პირი ამოიკერა.
პროტესტის ამ ფორმას ფორმას ლაშა ცუცქირიძემ რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ მიმართა.
ცუცქირიძის ადვოკატის თქმით, მას ავტოსაგზაო შემთხვევისათვის 14 წელი აქვს მისჯილი და უკვე რამდენიმე წელია ციხეში ზის.
„პატიმარი ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებს. ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაცია მორალურ შეურაცხყოფას აყენებს პატიმრებს. პატიმარს 10 დღე კბილი სტკიოდა, მაგრამ წამალიც არ მისცეს და არც ექიმთან შეახვედრეს. მის გარდა კიდევ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს," - ამბობს ცუცქირიძის ადვოკატი.
ლაშა ცუცქირიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის მეორე ციხეში არსებული ვითარებით დაინტერესებას სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს სთხოვს.