თბილის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება დატოვა.
,,თემა ,,თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით იყო. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა", _ განაცხადა ხაჩირიშვილმა და აღნიშნა, რომ საკრებულოში ,,ნაციონალურ მოძრაობას" მტკიცე უმრავლესობა ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ხაჩირიშვილი დაკითხვაზე ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.