შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც ჟურნალისტებთან დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განმარტა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა.
,,მოცულობით საქმის ასალები ძალიან ბევრი და მტკიცებულებები დრეს გადმომეცა გავეცნობი და შემდეგ გავიგებ რამდენად მყარია წარმოდგენილი მტკიცებულებები", -განაცხადა კახა შონიამ.
ამ ეტაპზე გურამ დონაძე საქართველოში არ იმყოფება.