მთავარი პროკურატურა გურამ დონაძეს დღეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს - რამდენიმე წუთის წინ პროკურატურაში მისი ადვოკატი, კახა შონია მივიდა. როგორც შონიამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დონაძეს ბრალს სავარაუდოდ გირგვლიანის, ან რობაქიძის საქმეზე წაუყენებენ.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში არ იმყოფება. გურამ დონაძის განცხადებით, იგი ევროპაში განათლების მისაღებად გაემგზავრა.