საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის და დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ირმა ნადირაშვილი Facebook-ზე წერს მისი და დაკითხვაზე პროკურატურაშია დაბარებული.
„საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრების საყურადღებოდ, ვინც გუშინ ჩემს დას ახსენებდა. პროკურატურამ თქვენი დავალება კარგად გაოგო და დღეს, 18 საათზე ჩემი და რუსთავის პროკურატურაში დაიბარეს" - წერს ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.