შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციისთვის პროცედურები დაწყებულია.
ოლეგ მელნიკოვის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა და მან შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა. ადვოკატის თქმით, ოლეგ მენლიკოვს ქვეყანაში დაბრუნება სიმართლის დასამტკიცებლად სურს.
მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისათვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.მელნიკოვს ბრალი 333-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები