მუხიანში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკის ფილიალს თავს ე.წ. გადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებული სამი ნიღბიანი დაესხა.
დამნაშავეებმა ფულის გატანა ვერ მოასწრეს, რადგან ადგილზე კრიმინალური პოლიცია მალევე მივიდა და თავდამსხმელების აყვანის ოპერაცია დაიწყო.
ოპერაციის მიმდინარეობისას იყო ორმხრივი გასროლაც, თუმცა არავინ დაშავებულა. დაკავებულია ორი თავდამსხმელი, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული. დაკავებულთა შორის წინა ყაჩაღობაში მონაწილეცაა.
ეს "საქართველოს ბანკის" აღნიშნულ ფილიალზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.