შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავა საქართველოს ოთხი მოქალაქე: ამირან ბერიძე, მაია ბერიძე, ლაშა ორაგველიძე და ნინო ბერიძე.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.