მომსახურების სააგენტო, ამნისტირებული პირებისთვის მართვის მოწმობის აღდგენის წესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული პირს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო გასამართლებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა, I კატეგორიის თეორიული გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. მომსახურების სააგენტოში მან ასევე უნდა წარმოადგინოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა). ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული და ამნისტირებული პირები მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ მართვის ახალ მოწმობას.
შსს, ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელობს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ამ შემთხვევაში, სამინისტროს მატერიალური დაინტერესება არ აქვს, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამნისტირებული პირები თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლისას, შესაბამისი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდებიან.
მასალის გამოყენების პირობები