დღეს, 16 თებერვალს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეუწდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი თარხნიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წყასალდენის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11:00-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ: ბარნოვის, პეტრიაშვილიდან ბელინსკის ქუჩამდე, ზანდუკელის, არაგვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, შანიძის, ყაზბეგის და გურგულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ითვალისწინებს წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.