ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე, ხობის გამგეობის მიერ დაფუძნებული შპს-ს „ხობის დასუფთავება და განათება"-ს დირექტორი ნუკრი წოწონავა დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.წოწონავავამ საახალწლო ნაძვისხის და განათების აქსესუარების შეძენის მიზნით, ინდმეწარმე „დავით ადონია"-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ბიუჯეტიდან 21 731 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებდა. წინასწარი გარიგების საფუძველზე ი.მ. „დავით ადონიამ" გახარჯა 13 731 ლარი, ხოლო დარჩენილი 8 000 ლარი გადასცა ნ. წოწონავას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნულ ხელშეკრულებაში ხარჯთაღრიცხვა ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.