თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, ბოტულიზმით დაავადებული 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.
მოზარდი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება.
რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ სამი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც ასევე მძიმეა.
ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები მამედოვების ოჯახის 8 წევრი პომიდვრის კონსერვით 12 თებერვალს მოიწამლა. ექიმების თქმით, დაავადება 24 საათის შემდეგ გამოვლინდა. დაავადებულები საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.