5 თებერვალს, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში", 13:00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინიციატივით, სამინისტროს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელობისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე დაგეგმილია მიმდინარე სამუშაო საკითხების განხილვა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან, მოქმედი მანდატის შესახებ არსებული პრეზენტაციის წარდგენა. ღონისძიების მიზანია შსს-სა და EUMM-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის შეხვედრა შსს-ს აღმოსავლეთ საქართველოს დანაყოფებსა და EUMM-ს შორის მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.