თბილისის მერი გიგი უგულავა, შესაძლოა დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ, -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავარმა პროკურორმა განაცხადა. როგორც ჟურნალისტებთან კბილაშვილმა განმარტა უგულავას წინააღმდეგ შესაძლოა სხვა ბრალეულობებიც გამოიკვეთოს.
"თემა, რომელზეც გიგი უგულავა იქნა დაკითხვაზე დაბარებული, არ არის ერთადერთი. შესაძლოა, კიდევ სხვა საქმეები იყოს მის მიმართ წამოწეული. მაგალითად რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი და ესეც არ არის ბოლო", -განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა ,,თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით ორ თებერვალს უკვე დაიკითხა.