საქართველოში H1N1 ვირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჯერად გარდაცვლილია 32 წლის ქალი, რომელიც მცხეთის რაიონის მკვიდრი იყო.
პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია.
ეს საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 31-ე შემთხვევაა.