საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სის" გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანისა და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერის არჩილ ჩოგოვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. არჩილ ჩოგოვაძე წინასწა პატიმრობაში იყმოფება, გეგი ქელრბაქიანი კი გირაოს თავდებში. მათ ბრალად ფულის გათეთრება და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედებათ.
დღეს პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. პროკურატურა მოწმეების დაკითხვას იწყებს.
დაცვის მხარე აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულდ უარყოფს და იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესი ობიექტურად წარიმართება.