საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში 82 წლის შოთა ჯავახიშვილმა ჯერ საკუთარი რძალი მოკლა, შემდეგ მაღაზიაში მომუშავე მეზობელი დაჭრა მერე კი თავი მოიკლა.
შოთა ჯავახიშვილმა რძალს ლალი ზუბალოვა სანადირო თოფიდან გასროლოთ მოკლა. შემდეგ საკუთარი სახლის ეზოში თავი მოიკლა. მამაკაცი ბოლო დროს ჯანმრთელობას უჩიოდა, მას ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა. M
დაჭრილი მანანა ფეიქრიშვილი, საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს. დაჭრილს ორი ნატყვიარი აქვს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.