ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს შპს „თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი თორნიკე შიოლაშვილი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ხუჭუა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე 3 საათია მიმდინარეობს თბილისის მერის მოადგილის ტარიელ ხიზანიშვილის დაკითხვა.