საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მთავარმა სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განაცხადა ტემპერტურა შედარებით მოიმატებს.
,,ძირითადად უნალექო და მშრალი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 16-19 გრადუსამდე შენარჩუნდება, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ჰაერი აქ 11-16 გრადუსამდე გათბება", -განაცხადა ნინი წვერავამ და აღნიშნა, რომ მცირე ნალექი წვიმის სახით შვიდ თებერვალსაა მოსალოდნელი.
,,შვიდ თებერვალს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით მცირე წვიმას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი წვიმის სახით მოსალოდნელია კახეთის ჩრდილო-მთიან რაიონებში", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ.