,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი და დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც ღვინიაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს მას დეპუტატის იმუნიტეტი იცვას და მოთხოვს გამომძიებლებმა ის პარლამენტში დაკითხონ.
,,ჩვენ ვართ პარლამენტარები, გვაქვს ჩვენი საქმე, არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას. მომავალი კვირა არის სასესიო კვირა და მზად ვარ მობრძანდნენ პარლამენტში და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას პასუხს გავცემ", -განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვას მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გეგმავს. ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების მიმართ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა აწარმოებდა. გიორგი ღვინიაშვილი მაშინ 2004-2008 წლებში თბილისის პროკურორი იყო.