შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული ნურადინ ა. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 25 იანვარს დაკავებული და მისი თანმხლები ალი ა. ფალიაშვილის ქუჩაზე სილამაზის სალონ ,,ვართ ბიუთი"-ში შეიჭრნენ, მის მფლობელს ვართან ასოიანს ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ 320 ევრო, 100 ლარი, მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული ნურადინ ა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, ხოლო ალი ა-ს დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 3-მე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები