დღეს, 4 თებერვალს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2013 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება .
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.
პრეზენტაციას ასევე სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. მიწვეული სტუმრები შსს-ს უახლოეს სამომავლო გეგმებსა და განვითარების მიმართულებას გაეცნობიან.