დღეს, 4 თებერვალს 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ქვესადგურში "დიდი ნავთლუღი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე ქვესადგურში "ტაბახმელა" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და წავკისის (ნაწილიბრივ) მაცხოვრებლებს.
ასევე, 11 საათიდან 12 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: პეკინის, საბურთალოს და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო, 12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, ნატახტარის, წინაუბნის და ტუსკიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე, 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ლიხაურის, ბაკურციხის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის და ბაკურიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.