ჭიათურის რაიონის სოფელ ვაჭევში 61 წლის მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს ლოგინში მძინარეს ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა რამდენჯერმე მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ცხედარი სამი დღის განმავლობაში გადამალული ჰქონდა. მკვლელობის ადგილიდან გამქარლია მოკლულის თავის ქალის ფრაგმენტები.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, ქურციკიძეების ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.
ამ დროისთვის ეჭვმიტანილი ზესტაფონის რაიონის საავადმყოფოში ფეხის მოტეხილობითაა გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.