2013 წლის 30 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრისათვის 1993 წელს დაბადებული მამუკა ჯ. დააკავეს.
დაკავებულმა 2012 წლის 3 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ელექტროსადენები მოიპარა და მიმალვა სცადა. ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დასახლებაში, ქუჩაში პოლიეთილენის პარკით მიმავალი მამუკა ჯ. საეჭვოდ მიიჩნიეს და გადამოწმების მიზნით გააჩერეს. ამ უკანასკნელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი პოლიციელი, ედუარდ გელაშვილი დანის რამდენიმე დარტყმით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნაქურდალი ელექტროსადენები იქვე დატოვა.
სამართალდამცველებმა მამუკა ჯ. ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის (ქურდობის მცდელობა) პირველი ნაწილით და 353-ე მუხლის (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები