რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე (ჯემო) დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 1975 წელს დაბადებული მიქელაძე ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ორი ხელყუმბარა და 4-5 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ძალიან ჰგავს ჰეროინს. ამას გარდა, ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დაკავებულს ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ჯემალ მიქელაძე ორი კვირის წინ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ასლან უსოიანის მოწინააღმდეგეთა ბანაკის ერთ ერთი ლიდერია.
მასალის გამოყენების პირობები