შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოდან შემოსული მასალების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქ.ფოთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნიკიტა სერგეის ძე სმიშლიაევი დააკავეს, რომელიც 2013 წლის 14 იანვარს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.