თბილისში, ათონელის ქ.#31-ში წუხელ მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 21.00 საათზე თავის სახლის სადარბაზოში 18 წლის მარიამ არუთინოვა მოკლეს. მეზობლების თქმით, გოგონა ახალგაზრდა მამაკაცმა მოკლა, რომელმაც შემდეგ თავადაც სცადა თვითმკვლელობა და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გოგონა ათონელის ქ.#31-ში დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მარიამ არუთინოვა მოდელი იყო და ერთ-ერთ ანსამბლშიც ცეკვავდა.