,,თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებული ჩვენებები, შესაძლოა საჯარო გახდეს, -აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა.
,,აპელირება თუ გაგრძელდა, რომ პროკურატურასა და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს ვინც ,,თბილსსერვის ჯგუფის საქმეს" იძიებს, თითქოს არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩვენებებს აუცილებლად გაასაჯაროვებს", -განაცხადა პაიჭაძემ და აღნიშნა, რომ ,,თბილსსერვის ჯგუფის საქმესთან" დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს 200-მდე ჩვენება აქვს.
,,მინდა გითხრათ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით 200-ზე მეტი ჩვენებაა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროვებს", -განაცხადა პაიჭაძემ. რაც შეეხება თბილის მერის გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარების თარიღს პაიჭაძის განმარტებით, ჯერჯერობით ცნობილია არაა როდის დაიკითხება უგულავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, შპს „თბილსერვის ჯგუფი" - ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთცნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს.