საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორ საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა ირმა სტეფნაძის დაკითხვა. სტეფნაძე შალვა რამიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა. რამიშვილი 2005 წელს დეპუტატ კობა ბექაურისგან დიდი რაოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
თანხის გადაცემა კი ირმა სტეფნაძის სახლში შედგა. ბექაურმა დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ რამიშვილის წინააღმდეგ ყოფილი ხელისუფლების წევრების დავალებით მოქმედებდა.
სწორედ საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებებს უკავშირდება სტეფნაძის დაკითხვა. როგორც ირმა სტეფნაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დაკითხვაზე ზუსტად იგივე გაიმეორა, რაც 7 წლის წინ თქვა.