შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა ავტომანქანანის გატაცების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ოლეგ ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2013 წლის 31 იანვარს ვარკეთილში, მე-3 მასივში ტარიელ ავალიანის კუთვნილი „ფორდ ტრანზიტის" ფირმის სატვირთო ავტომანქანა გაიტაცა. გატაცებისას მან იქვე მდგარი ორი ავტომანქანა დააზიანა.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გატაცებული ავტომანქანა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში აფრიკის დასახლებაში, ქინძმარაულის ქუჩაზე მიტოვებული ნახეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.