სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ორგანიზების მიზნით საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოყალიბდა.
საორგანიზაციო ჯგუფი კრების ჩასატარებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
ალექსანდრე ჭავჭავაძის 11-ში უკვე ფუნქციონირებს ოფისი, სადაც საორგანიზაციო რგოლის ფორმირება მიმდინარეობს.
უახლოეს მომავალში საინიციატივო ჯფუფი მოსახლეობას განცხადებით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევით საზოგადო მოღვაწეები ჭაბუა ამირეჯიბის სახლში ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ.