ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქმე სსკ 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მეორე ნაწილით და საქმეს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლციის განყოფილება იძიებს.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილი ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.