ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2013 წლის 24 იანვრის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ 3 790 პირს (ბრალდებული/მსჯავრდებული) შეეხო ამნისტია. მათ შორის: საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა - 2 910 ბრალდებული/მსჯავრდებული, საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა - 106 ბრალდებულს/მსჯავრდებულს, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა - 774 ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
ამნისტირებულ 3 790 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის 3 705 მამრობითი (არასრულწლოვანი - 9, სრულწლოვანი - 3 638, ხანდაზმული - 58) და 85 მდედრობითი (სრულწლოვანი - 82, ხანდაზმული - 3) სქესის იყო.