თაღლითი მაქსიმ კრიუკოვი, რომელიც თავს ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიებს აფარებდა და ამავდრულად თავს სასულიერო პირად ასაღებდა, რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ახლა მაქსიმ კრიუკოვში ბერს აფხაზეთის მონასტრიდან ვერ ამოიცნობთ. მან ანაფორა გაიხადა და სპორტულები ჩაიცვა, მოკლედ შეიჭრა თმა და წვერი მოიპარსა. ციმბირში ჩასვლისას იგი ნოუთბუკის მოპარვისათვის დაიჭირეს. მან რკინიგზის სალაროსთან ჩხუბი მოაწყო რის გამოც სამართალდამცავებმა ყურადღება მიაქციეს და გაარკვიეს, რომ ეს ადამიანი ფედერალურ ძებნაში წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის იმყოფებოდა", _ წერს რუსული მედია.
მაქსიმ კრიუკოვი რიგი ფინანსური დანაშაულებებისა და თაღლითობს გამო იძებნებოდა.