სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის მიზეზი კი მოსამართლესთან განხორციელებული სატელეფონო ზარი გახდა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ლალი მოროშკინამ 2013 წლის 24 იანვარს 23.31 საათზე მოსამართლესთან სატელეფონო ზარი განახორციელა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლალი მოროშკინამ მოსამართლეს კონკრეტული პირების მიმართებაში ამნისტიის აქტის დაჩქარება სთხოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოროშკინა ფაქტს აღიარებს და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მაროშკინას მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება გაითვალისწინა.