თბილის მერის მოადგილემ ტარიელ ხიზანეიშვილმა პროკურატურა დატოვა. როგორც დაკითხვის შემდეგ ხიზანეიშვილმა განმარტა პროკურატურაში ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
,, ჩემი დაკითხვა მოხდა კაჩინსკის სკვერთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელს თბილისის მერიამ ააშენა. გახსოვთ იქ რა უმძიმესი მდგომარეობა იყო და ამ თემაზე მიდის ძიება", -განაცხადა ხიზანეიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არის გაუგებრობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ხიზანეიშვილი დაკითხვაზე ცოტა ხნის წინაც იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებთან ხიზანეიშვილმა განმარტა დაკითხვაზე მაშინაც ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა.